რეგიონი
მედიკოსები ძმის მიერ დაჭრილზე: პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის და მხრის არეში აღენიშნება
ზუგდიდში ძმის მიერ დაჭრილი დის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალში განუცხადეს. მათივე ცნობით, ქალს ორი ჭრილობა გულ-მკერდის და მხრის არეში აღენიშნება.

ძმამ და დღეს დილით შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ, დანით დაჭრა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ძმა კი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში, ქალის დაჭრის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ძმის მიერ დის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის მუხლით დაიწყო

ზუგდიდის ცენტრში კაცმა ქალი დაჭრა
Print