რეგიონი
თბილისში "ფერმერთა კონგრესი" გაიმართა (ვიდეო)
თბილისში, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის „People In Need” პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში “ ფერმერერთა კონგრესი” ჩატარდა. მასში მონაწილეობა 50-მდე მცირე მეწარმემ, საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა, საქართველოს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა მიიღეს.

რა მიზანს ისახავდა „ფერმერთა კონგრესი“ და რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოში მცირე მეწარმეები ნახეთ რადიო „ათინათის'' სიუჟეტში.


პროექტს - „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“,ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს 7 რეგიონში ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“. სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის ძალისხმევას.


 

Print