ახალი ამბები
ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ, შესაძლოა, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყოს
მარტვილში, ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ, რომელიც ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ახალი ტურისტული მარშუტების განვითარების პროექტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული ტერიტორია დაათვალიერა.




"გუბერნატორის ადმინისტრაცია სწავლობს იმ ტურისტულ პოტენციალს, რისი დამატებით ათვისება რეგიონს მეტ ტურისტს მოუზიდავს. ერთ-ერთი მათგანი ონიორეს ჩანჩქერია, იქ არსებული უნიკალური ბუნება ძალიან ბევრი ტურისტის მოზიდვის შესაძლებობას გვაძლევს. ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ ამ კონკრეტულ მარშუტზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჯერად კი ონიორეში ბუნების ძეგლის შესასწავლად და ტურისტული მარშუტის დასაგეგმად ვიმყოფებოდით" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.



ონიორეს ჩანჩქერის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის განსავითარებლად საჭიროა - 6 კილომეტრამდე ახალი სამანქანო გზის გაყვანა, 2,5 კილმეტრზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის აშენება და მთაში მოსასვენებელი კარვების ჩადგმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს ახალი ტურისტული მარშუტების შესწავლა და დაგეგმვა თებერვალში დაავალა.


ამავე თემაზე:

მერებს სამეგრელოს რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება დაავალეს




Print