რეგიონი
ძმის მიერ გუშინ დაჭრილი დის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ქალი, რომელიც გუშინ ზუგდიდში ძმამ დაჭრა საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაეწერება. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დადიანების მუზეუმის ეზოში ძმამ და შელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით დაჭრა. ქალს ორი ჭრილობა გულ-მკერდის და მხრის არეში აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, და-ძმის კამათის მიზეზი ქალის ვალები გახდა, რომელიც მას ოჯახისგან მალულად ჰქონდა აღებული.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც  ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:


ზუგდიდში ძმის მიერ დის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის მუხლით დაიწყო
Print