რეგიონი
ფაროსანას საწინააღმდეგოდ სიმინდის ყანების დამუშავება დაიწყო (ვიდეო)
დასავლეთ საქართველოში სიმინდის დაცვის მიზნით საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება აზიური ფაროსანასგან დაიწყო. ინფორმაციას მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე აგროღონიძიებები აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ანჟელის მასივში“ მიმდინარეობს. ამავე ცნობით, მობილიზებულია 12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ხოლო ივლისის შუა რიცხვებიდან სიმინდის ფართობების მასშტაბური დამუშავება იგეგმება.

გარდა ამისა, მავნებლის სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, 60 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურია დამონტაჟებული.

სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით შეწამლულია 200 ათასამდე ჰექტარი ცივი შესხურებით 5200 ჰექტარი, ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.



Print