ახალი ამბები
ენგურჰესსა და აშშ-ს ჰუვერის კაშხალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ჰუვერის კაშხალსა და ენგურჰესს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი შტატების მელიორაციის სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელმა და შ.პ.ს. "ენგურის ტურისტული ცენტრის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა მოაწერეს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. დოკუმენტი ჰუვერის კაშხალის ცენტრალურ ადმინისტრაციასა და ენგურჰესის ტურისტული საიტის მმართველ უწყებას შორის პარტნიორობის სამომავლო გეგმებს განსაზღვრავს.



ქართული დელეგაცია შეერთებულ შტატებში ამერიკელი პარტნიორების გაცნობის მიზნით 12 ივნისიდან იმყოფება. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ხელმძღვანელობს, ჰუვერის ადმინისტრაციასთან უკვე გამართეს საქმიანი შეხვედრები. ქართული მხარე ნევადის შტატში მდებარე ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებას გაეცნო.



ენგურჰესის ტურისტული ზონის ახლადშემუშავებულ საპროექტო დოკუმენტაციას გაეცნო ამერიკული მხარეც, რომელიც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა აქტიურ ინტერესს იჩენს. ესტონური კომპანია "კოკო არქიტექსის" სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის განხორციელების საწყის ეტაპს კი ჰუვერის კაშხლის ადმინისტრაციის წევრები საქართველოში ადგილზევე გაეცნობიან. მათი ვიზიტი ენგურის თაღოვან კაშხალზე მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება.


ამავე თემაზე:

ენგურჰესი და აშშ-ს ჰუვერის კაშხალი ითანამშრომლებენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
25 / აპრილი 2024
შსს-ს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკით, 2024 წლის პირველ კვარტალში სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 114 პირი შემოწმდა.
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.