რეგიონი
მდინარე კელასურის შესართავთან ორი სტუდენტი დაიხრჩო
სოხუმში დღეს დილას მყვინთავებმა ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მიზან ლომიამ „სპუტნიკს“ განუცხადა.

"სამწუხაროდ ბიჭები დაიღუპნენ. მათი ცხედრები მყვინთავებმა იმ ადგილას იპოვეს, სადაც მდინარე კელასური ზღვაში ჩაედინება“, - თქვა ლომიამ. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სტუდენტები მორევს ჩაეთრია.

თვითვმხილველების შეტყობინებით, რომელიც საგანგებო სამსახურში გუშინ 15:45 წუთზე შევიდა, ახლგაზრდები პიკნიკზე იმყოფებოდნენ, შემდეგ ზღვაში შევიდნენ, რა დროსაც ისინი ძლიერმა დინებამ წაიღო. მათ ძებნაში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, კატერები და შვეულმფრენი.


Print