რეგიონი
ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უთხრეს. გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

დადიანების ეზოში ძმამ და დანით 19 ივნისს დაჭრა. სამართალდამცავებმა მამაკაცი რამდენიმე წუთში იუსტიციის სახლის მიმდებარედ დააკავეს.

ქალს ორი ჭრილობა გულ-მკერდის და მხრის არეში აღენიშნებოდა. ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

არსებული ინფორმაციით, და-ძმის კამათის მიზეზი ქალის ვალები გახდა, რომელიც მას ოჯახისგან მალულად ჰქონდა აღებული.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ძმის მიერ გუშინ დაჭრილი დის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
Print