რეგიონი
მორიგი დაკავებები ზუგდიდში უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე ზუგდიდში 3 პირი დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ცნობით, ამოღებული უაქციზო სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. მეოთხე ფაქტი კი ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა, სადაც ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Print