რეგიონი
ჩხოროწყუში „ხობიჰესი 2“-ის მშენებლობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, მდინარე ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგურ „ხობიჰესი 2“- ის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, პროექტს შპს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე, სამუშაოებში 45 - მდე ადამიანია დასაქმებული. „ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე 41,5 მგვტ. იქნება, სამშენებლო სამუშაოები 2020 წლისთვის დასრულდება. 

მერის დავით გოგუას ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ჰესამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 კმ-იანი გვირაბის გაყვანა იგეგმება.

მშენებლობისთვის დაახლოებით 75 000 000 აშშ დოლარი დაიხარჯება.



Print