რეგიონი
სოფელ ხაბუმეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხაბუმეში გამოავლინეს. მოქალაქეები თევზის მოპოვებას ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.



Print