რეგიონი
"თაუნ პარკს" ზუგდიდის ბიუჯეტში თანხა თებერვლის შემდეგ არ შეუტანია
შპს "თაუნ პარკს", რომელიც ზუგდიდში პარკირების სისტემის მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში 51 411 ლარის ოდენობით შეიტანა. რადიო "ათინათის" მიერ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ დავალიანება სულ ოთხჯერ - იანვარსა (ერთხელ კვარტალური თანხა და 2 ჯარიმა) და თებერვალში გადაიხადა, რაც ჯამში 107 669 ლარს უდრის.

ხელშეკრულების თანახმად კი რომელიც მერიასა და "თაუნ პარკს" შორის გასული წლის ივლისში დაიდო, კომპანიას წლის განმავლობაში 203 000 ლარი კვარტალურად უნდა გადაეხადა.

აღნიშნული საკითხი რამდენჯერმე გახდა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის უკმაყოფილების საგანი. რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კვლევა გამოაქევყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული სისტემა ხარვეზიანია და კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

გარდა ამისა, ამავე საკითხზეე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით, უცნობია, რატომ არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას "თაუნ პარკი" და შეუწყვეტს თუ არა მას ხელშეკრულებას ზუგდიდის მერია. კომპანიას ქალაქში რამდენიმე ტერიტორია ათწლიანი იჯარით აქვს აღებული.


ამავე თემაზე:

TI ზუგდიდში პარკირების სისტემაში კიორუფციის რისკებს ხედავს

მერია: "თაუნ პარკმა" დავალიანება და ჯარიმა გადაიხადა



Print