ახალი ამბები
„თაუნ პარკი“: სრულყოფილ ფუნქციონირებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ დავიწყებთ
შპს „თაუნ პარკის“ წარმომადგენელი ბაბუში ყუფუნია ამბობს, რომ მათ სხვადასხვა პრობლემა დაზიანებული ინსფრასტრუქტურის გამო შეექმნათ. მისივე თქმით, საუბარია წყალკანალის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე, რის გამოც, კომპანია იჯარით აღებული ნაკვეთებიდან სხვადასხვა ადგილზე ფუნქციონირებას ვერ ახერხებს.

„საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ჩვენ რომ ახლა მოვაწყოთ და შემდეგ წყალკანალმა პარკირებაზე თავისი სამუშაოები ჩაატაროს, ჩვენთვისაც ზარალია. როგორც კი ეს პრობლემა მოწესრიგდება, ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას შევასრულებთ, სექტემბრამდე კი იმ თანხას, რაც არის გათვალისწინებული, აუცილებლად დავფარავთ“, - აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ყუფუნიამ.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, უკვე ნაყიდია სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც პარკირების სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ამასთან,ყუფუნიას თქმით, დაწესდება სხვადასხვა ვადიანი აბონემენტი, რაც, თავის მხრივ, გადახდის სისტემას მოაწესრიგებს. შეხვედრაზე, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინიციატივით შედგა, ყუფუნიამ ასევე განაცხადა, რომ კომპანია ზუგდიდში პარკირების სისტემაში 40-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.


ამავე თემაზე:

წოწერია: "თაუნ პარკს" დავალიანების გადასახდელად ვადა თვის ბოლომდე აქვს
Print