ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულო პარკირების საფასურს დაადგენს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც პარკირების წესის ცვლილებების პაკეტზე იმუშავებს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დროის სხვადასხვა კონკრეტული მონაკვეთისთვის დადგინდება დგომის საფასური, რომელიც ადმინისტრირებისთვის კომპანია „თაუნ პარკს“ გადაეცემა.

„ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არ არის ჩამოყალიბებული სატარიფო სისტემა, ამიტომაც პარკირების გადასახადი ფინანსურად ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას. სამუშაო ჯგუფი მაქსიმალურად იმუშავებს, რომ აღმოფხვრას ნაკლოვანებები, რაც ამ ეტაპზე წესშია. ამასთან, საკრებულო მიიღებს ახალ წესს პარკირების შესახებ და შეიტანს ცვლილებებს საიჯარო ხელშეკრულებაში, რომელიც მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორისაა“, - აღნიშნა წოწერიამ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, აგვისტოდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება პარკირების წესის დარღვევისთვის თუ გადაუხდელობისთის საჯარიმო სანქციები თავად დააწესოს.


ამავე თემაზე:

წოწერია: "თაუნ პარკს" დავალიანების გადასახდელად ვადა თვის ბოლომდე აქვს
Print