რეგიონი
საზღვაო სეზონთან დაკავშირებით მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ
საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, შავი ზღვის სანაპიროზე გახშირდა მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები და არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან მაშველების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს. გარდა ამისა, ნასვამ მდგომარეობაში შედიან წყალში, რაც მეტწილად ფატალური შედეგით სრულდება.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეების უსაფრთხოებას შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი იცავს. ასევე, საბანაო პერიმეტრზე დამატებით განთავსდა 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა. სააგენტოს მონაცემებით, 1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე საქართველოს მასშტაბით ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო.


Print