რეგიონი
საჯარო ლექცია ძალადობის გენდერულ ასპექტებზე - ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ძალადობის გენდერულ ასპექტებზე საჯარო ლექცია სოციოლოგმა და გენდერის მკვლევარმა გიორგი ურჩუხიშვილიმა წაიკითხა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ითვლება მოძალადე კაცების მიერ განხორციელებული ძალადობის აქტები საზოგადოების მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად, რატომ არ ცდილობს პოლიცია, მოაქალაქეები ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ჩარევას და რა აიძულებთ ქალებს საიდუმლოდ შეინახონ ოჯახური ან ოჯახში ძალადობის ფაქტები. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძალადობის საკითხზე მეტი მამაკაცებს უნდა ვესაუბროთ, რადგან ხშირ შემთხვევაში მოძალადეები სწორედ მამრობითი სქესის ადამიანები არიან.

„ქალთა მიმართ ძალადობის შემსუბუქების კუთხით ბევრი ღონისძიებები იმართება. მსგავს შეხევდრებზე მამაკაცების დასწრება აუცილებელია, ასევე აუცილებელია პოლიციელების ჩართულობა, რადგან მათი უმეტესობა არის მარობითი სქესის და მათზეც იგივე კულტურული მოცემულობები ვრცელდება რაც ჩვეულებრივ კაცებზე. თუ ცოლ- ქმარს შორის არის დაპირისპირება არავინ არ ერევა, რადგან თვლიან თვლის, რომ ცოლი ქმრის საკუთრებაა“, - ამბობს ურჩუხიშვილი.

სოციოლოგი აღნიშნული პრობელმის მოგვარებას სამეწარმეო ურთიერბების შეცვლასა და საარსებო წყაროების მოპოვების წესის შეცვლაში ხედავს.

შეხვედრას ზუგდიდში მოქმედი არასამთავრებო ორგანიზაციების წეარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

„თანასწორეობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ცაბუნია ვართაგავა ამბობს, რომ ამ საკითხზე ბევრს მსჯელობენ, თუმცა სადისკუსიო მაგიდასთან ის ადამინები რჩებიან, რომლებმაც აღნიშნული თემა კარგად იციან.

„ძალადობას რაც შეეხება, ყველა შეამჩნევდა, რომ ამ კუთხით საუბარი გააქტიურდა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში ასევე არასამთავრებო სექტორში. წინგადადგმული ნაბიჯები არის, თუმცა ქმედითი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა მაინც გვიჭირს.. ბოლოს მაინც ის ადამიენბი ვრჩებით სადისკუსიო მაგიდასთან, რომლებმაც კარგად ვიცი ეს თემა“, - თქვა ვართაგავამ.

შეხვედრა არასამთავრებო ორგანიზაცია „საფარის“ ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. საფარის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ მსხვერპლთათვის დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადებასა და გენდერული თანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას.





Print