რეგიონი
პრემიერ-მინისტრი: ზუგდიდში პროფესიულ სასწავლებელს ავაშენებთ
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სტუდენტებთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ზუგდიდში პროფესიული სასწავლებელი აშენდება. მისი თქმით, განათლება ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომლის განვითარებისთვის რეგიონული უნივერსიტეტები და მსგავსი დაწესებულების არსებობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

“აუცილებელია სხვადასხვა კონკურენტული პროფესიის განვითარება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც ამ სასწავლებელს ავაშენებთ”,- აღნიშნა ბახტაძემ.

ის ამ წუთებში სტუდენტების კითხვებს პასუხობს.

ამავე თემაზე:

მამუკა ბახტაძე: სამეგრელო - ზემო სვანეთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რის 10 %- საც ვერ ვიყენებთ 

ბახტაძე: ზუგდიდში საცურაო აუზს ავაშენებთ



Print