რეგიონი
პრემიერი: ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობა იგეგმება
დადიანების ეზოში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ერთ-ერთი ვეტერანის როლანდ მაქაცარიას კითხვას  ვეტერანებისთვის პენსიის ზრდასთან დაკავშირებით უპასუხა.  მაქაცარიამ მას ამ კუთხით მუშაობის გააქტიურება თხოვა. 

ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობას არა მხოლოდ სოციალური კუთხით აპირებს, არამედ ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობაც არის დაგეგმილი, თუმცა მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

"ვიცი, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი არ არის შესაბამისად გაწერილი. ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში არა მხოლოდ პენსიის მომატება იქნება გათვალისწინებული, არამედ, საუბარაი ბინათმშენებლობაზეც", - დასძინა პრემიერმა.

ის ამ წუთებში ადგილობრივ ახალგაზრდებს ბოტანიკურ ბაღში ხვდება.

ამავე თემაზე:

პრემიერ-მინისტრი: ზუგდიდში პროფესიულ სასწავლებელს ავაშენებთ

ბახტაძე: ზუგდიდში საცურაო აუზს ავაშენებთ

Print
თეგები: პრემიერი /