რეგიონი
გალის შეხვედრა აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ჩაშალეს (ვიდეო)
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის მოადგილის ირაკლი ანთაძის ცნობით, აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ქართულ მხარეს შეხვედრის დაწყებისას დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განაცხადეს, რომ შეხვედრას დატოვებდნენ.

როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე უთხრა, ქართულმა მხარემ მათ ადეკვატური პასუხი გასცა, რომ ეს საკითხი ქართული მხარისთვის არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს. 

რაც შეეხება „ ოთხოზორია ტატუნაშვილის სიას“, ანთაძის თქმით, მეორე მხარემ ეს საკითხი პოლიტიკური სიმულაციებისთვის გამოიყენა. ამ დროისთვის უცნობია გაიმართება თუ არა, ან როდის გაიმართება მორიგი შერეული შეხვედრა გალში.

ამავე თემაზე: 

აფხაზური მხარე "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გამო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია"-ში 33 ადამიანია - მთავრობამ დადგენილება დაამტკიცა 

გიგა ოთხოზორიას მკვლელობა კვლავ გალის შეხვედრის მთავარი თემა იქნება


Print