ახალი ამბები
პრემიერი: ანაკლიის პორტში პრიორიტეტი ადგილობრივების დასაქმებას ენიჭება
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ადგილობრივებისა და რეგიონის ახალგაზრდების დასაქმებას პრიორიტეტი ენიჭება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძე ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი კითხვა სტუდენტების დასაქმებასა და ამ კუთხით მთავრობის მუშაობის მიმართულებას ეხებოდა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რაც თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ეკონომიკას და გაზრდის კონკურენტუნარიანობას. პორტი გულისხმობს ადგილობრივებისა და რეგიონის ახალგაზრდობის დასაქმებას. კონსორციუმს ამ მიმართულებით გაწერილი პოლიტიკა აქვს, რომ სწორედ აქ მაცხოვრებლებს მიენიჭოთ პრიორიტეტი და დასაქმდნენ, როცა დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

რაც შეეხება ზოგადად ახალგაზრდების პროექტებში ჩართვას, მისი თქმით, სხვადასხვა ტიპის სასწავლებელი ხელს შეუწყობს, რომ ახალგაზრდებმა ფუნდამენტური უნარები გამოიმუშაონ, რათა მიღებული ცოდნის რეალიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც მოახდინონ.


ამავე თემაზე:

პრემიერ-მინისტრი: ზუგდიდში პროფესიულ სასწავლებელს ავაშენებთ


Print