ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრალური ქუჩების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ზუგდიდში, ცენტრალური ქუჩების ნაწილს, მათ შორის, გამსახურდიასა და რუსთაველის გამზირებს ელექტროენერგია უკვე რამდენიმე საათია არ მიეწოდება. რადიო "ათინათს" "ენერგო-პრო ჯორჯიაში" უთხრეს, რომ ამის მიზეზი კაბელების დაზიანება გახდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ზუგდიდის აბონენტებს ნაწილს დენის მიწოდება ცოტა ხანში აღუდგება.

"რაც შეეხება იმ მცირე ნაწილს, ვისაც ელექტროენერგია ამ დრომდე არ აქვს, დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე შესაბამისი ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ", - ამბობენ "ნერგო-პრო ჯორჯიაში".

კომპანიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება მოსახლეობას დენის მიწოდება.

გარდა ამისა, დენი არ მიეწოდება ორსანტიისა და დარჩელის მოსახლეობას. ადგილორბივები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი იმ ორი ხის ტრანსპორტირებაა, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.
Print