რეგიონი
იტალიაში GHGA-ს მონაწილეობით ჩატარდა სემინარი მცენარეების მავნებლების და დაავადებების შესახებ
იტალიაში, ქალაქ რომში სოფლის მეურნეობაში გავრცელებული მავნებლების და დაავადებების შესახებ ჩატარებულ სემინარში, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, "საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან, გარდა GHGA-ისა, სწავლებას "სურსათის ეროვნული სააგენტოს", სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და ასევე დე ფაქტო აფხაზეთში სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე სპეციალისტები დაესწრნენ.

"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ, სემინარის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობისა და აზიური ფაროსანას (BMSB) მონიტორინგისა და წამლობის პროგრამის შესახებ, რომელსაც ასოციაცია, "ფერერო/აგრიჯორჯიას"-თან (Ferrero/AgriGeorgia) ერთად, ერთად ახორციელებს.



მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზიურ ფაროსანასთან და სხვა მავნებელ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლის უახლესი გამოცდილება.

სემინარი ჩატარდა ეუთოს (OSCE), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.


R

Print