ახალი ამბები
ზუგდიდის სკეიტ-პარკში მანათობელი ასოები „მე მიყვარს ზუგდიდი“ დამონტაჟდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მოცულობითი მანათობელი ასოების „მე მიყვარს ზუგდიდი“ დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. ასოების ქალაქის ცენტრალურ პარკში მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 000 ლარი გამოიყოფა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წარწერის სიმაღლე - 150 სმ, სიგანე კი 11-12 მეტრი იქნება.

ტენდერში წინადადებები  7-დან 9 ივლისის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 15 სამუშაო დღეში უნდა დაასრულოს.


Print