რეგიონი
ზუგდიდში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობაზე შეხვედრა გაიმართება
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობაზე სამეგრელოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები 2 ივლისს ზუგდიდში სამუშაო შეხვედრას გამართავენ. შეკრების ინიციატივა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას ეკუთვნის. საუბრის მთავარი თემა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მოწყობის საკითხის განხილვა იქნება. შეხვედრა ქალაქის მერიაში 16 საათზე დაიწყება.

"ეს იქნება სამუშაო ფორმატის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აბაშის, სენაკის, წალენჯიხის, ხობის, მარტვილის, ზუგდიდის, ფოთისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. აგრეთვე, პროექტის პრეზენტაციას წარადგენს "სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენლები", - აღნიშნულია ორგანიზაცია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

Print