რეგიონი
ზუგდიდში სამშენებლო მასალების მაღაზია „ზოდი“ გაიხსნა (ფოტო, ვიდეო) ®
ზუგდიდში, მარჯვენა სანაპიროს #10-ში სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების მაღაზია "ზოდის" ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ეს რეგიონში ქსელის პირველი მაღაზიაა.




"ზოდის" ძირითადი მიმართულებებია სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. მაღაზიათა ქსელში შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობების შეძენა ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობად.




"კომპანია უკვე ათი წლისაა, ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობთ მომხარებელს შევთავაზოთ მრავალფეროვანი არჩევანი. უშუალოდ ადგილზე, ზუგდიდში, იქნება სრულყოფილი და ხარისხიანი სარემონტო მასალების ყველაზე ფართო ასორტიმენტი, საუკეთესო ფასად", - თქვა "ზოდის" გაყიდვების დირექტორმა გიორგი დაბრუნდაშვილმა.




ქსელის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის ნატა ნოღაიდელის თქმით, მაღაზიაში იტალიური, ესპანური, ბრაზილიური ბუნებრივი ქვების - მარმარილოს, გრანიტის, კვარცის, ონიქსის, ტრავერტინის შეძენაა შესაძლებელი. მან აღნიშნა, რომ მოსახლეობას განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა ხშირად ექნება.

"მხოლოდ დღეს და ხვალ, გახსნასთან დაკავშირებით, ყველა მყიდველი მიიღებს დამატებით 15% ფასდაკლებას, ნებისმიერ შენაძენზე",- აღნიშნა მან.



"ზოდი" ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და დღეს წარმოდგენილია 6 მაღაზიით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (მარნეულში, რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში).

Print