ახალი ამბები
ხამისკურში მამაკაცის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მამაკაცი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა თანხა იარაღის მუქარით წაიღეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Print