ახალი ამბები
სირიის ოპოზიცია ასადის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებს გმობს
ოპოზიციური ძალების პრეზიდენტი ნასრ ალ ჰარიმი გმობს ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. ის მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ამის შესახებ ,, მოლაპარაკებების უმაღლესი კომიტეტის’’ ხელმძღვანელმა სირიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ, სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ გენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე და „წითელ ხაზებზე“, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. ეს პრინციპებია: ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. გვსურს, რომ ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „აღიარებას”, - განაცხადა ნასრ ალ-ჰარიმიმ.

სირიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა.

ამავე თემაზე:

რაულ ხაჯიმბა ბაშარ ასადს სოხუმში ეპატიჟება
Print