ახალი ამბები
ანაკლიის აკვაპარკში სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს
ანაკლიის აკვაპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს. ინფორმაციას გუბერნატორი პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, აკვაპარკმა მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლა. მთელი დღის განამვლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიება ჩატარდა.



პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და განმუხურის აკვაპარკი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.



Print