ახალი ამბები
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და ის 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ტარდება, მათ შორის, ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში. რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო. 

დღეს გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები კი გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისათვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით.

დანარჩენი დღეების განრიგი კი უცვლელია:

9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
23 - ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

Print