რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის შსს: შავი და ფერადი ლითონის ჯართის საქართველოში უკანონო გატანა აღკვეთეს
დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს ეკონომიკური უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომლებმა ენგურის საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე გააჩერეს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც გალის რაიონის სოფელ ოქვინორეს მცხოვრები, 1979 წელს დაბადებული, თენგიზ ფაცაცია მართავდა. უწყების ინფორმაციით, მოქალაქე შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, შავი და ფერადი მეტალის ჯართის გადაზიდვას ახორციელებდა. ამავე ცნობით, 7 700 კგ. ჯართი, რომლის „რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა, ამოღებულია და რესპუბლიკურ უნიტარულ საწარმოს „აფხაზავტორესურსებს“ გადაეცა“, - წერს გამოცემა „აიაირა“.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე გალის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.

Print