ახალი ამბები
ივნისში სამეგრელოში ხე-ტყის მოპოვების 40-ზე მეტი ფაქტი გამოავლინეს
ივნისის თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნული ფაქტებიდან 57 სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 105 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დააფიქსირეს, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 65, იმერეთში - 43, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 22 ფაქტი გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 44 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 2, შიდა ქართლში - 25, ქვემო ქართლის მასშტაბით - 11, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 44 , თბილისის მასშტაბით კი 2 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 100 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

Print