რეგიონი
სოხუმში აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამარხების მოძიება გრძელდება
აფხაზეთის ომში დაღუპულთა სამარხების მოძიება სოხუმის პარკში გაგრძელდება, ამის შესახებ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკაში წითელის ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა მაქსიმ ზაბაულევმა განუცხადა.

„ჩვენი სეზონური ექსგუმაციის ფარგლებში ვაგრძელებთ აფხაზეთში მუშაობას. ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს უხერხულობა არ შევუქმნათ ", - თქვა ზაბალუევმა.

მან დასძინა, რომ პარალელურად, მიმდინარეობს კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტების ექსგუმაციის პროცესი კურჩენკოს პარკში, რომელიც 2018 წლის ივნისში დაიწყო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აფხაზეთში მუშაობა 1992 წელს დაიწყო. მისია გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას საყოფაცხოვრებო ნივთებითა და საკვები პროდუქტებით, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მედიკამენტებითა და ინვენტარით მომარაგებას. უფრო გვიან დაიწყო მუშაობა ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ცნობების მოძიებასა და ცხედრების ექსგუმაციაზე.




Print