ახალი ამბები
სტიქია ჭუბერში - ჩამოშლილი მთის ნაწილი, წაღებული ხიდები და დატბორილი ტერიტორიები (ვიდეო)
ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. არსებული ინფორმაციით, მთა ნენსკრაჰესის მიმდებარედ მოწყდა.

ჯერჯერობით, ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარის ამსახველ ვიდეოებს ფეისბუქზე ადგილობრივები ავრცელებენ.

რადიო „ათინათი“
დამატებით დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ვიდეო: მინდია გურჩიანი

ფოტო: ხატია მიქიანი
Print