ახალი ამბები
ნინო ვიბლიანი: ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მთლიანად მოწყდა
ჭუბერში მერის წარმომადგენლის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, მთელი ჭუბერის ხეობა ამ დროისთვის გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მისივე თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობასთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციას ახერხებენ.

„დღეს დილით თავად ადგილობრივებმა შენიშნეს წყლის დონის მატება, რის შემდეგაც მათი ევაკუაცია განხორციელდა. ჯერჯერობით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ასევე, ვერაფერს გეტყვით ზარალზე, თუმცა დატბორილი სახლები, წაღებულია ხიდები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ვიბლიანმა.

მისივე  ინფორმაციით, ამ ეტაპზე წყლის დონემ ოდნავ დაიწია.

ფოტო: ხატია მიქიანი

ამავე თემაზე:

სტიქია ჭუბერში - ჩამოშლილი მთის ნაწილი, წაღებული ხიდები და დატბორილი ტერიტორიები (ვიდეო)
Print