ახალი ამბები
ჭუბერის მკვიდრი: მდინარის დონემ იკლო
სოფელ ჭუბერის მკვიდრის გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, მდინარე ნენკსკრაზე წყლის დონემ იკლო და ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ის დილით მეზობლების დასახმარებლად სოფლის მეორე მხარეს გადავიდა, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს.

"საბედნიოეროდ არ გვაქვს მსხვერპლი, თუმცა ხალხს სახლები და მიწის ნაკვეთები წაართვა. ყველას ხიდი წაიღო ორის გარდა, რაც სოფელში არსებობდა. მოსახლეობა ამ სტიაქიასთან ბრძოლაში ერთმანეთს ვეხმარებით. დილით გადმოვედი ხალხის დასახმარებლად. მდინარემ ხიდი წაიღო და დავრჩი აქ. ახლა უსაფრთხოდ ვართ, თუმცა აქედან გასვლა გვინდა. ვრეკავთ 112-ში და გვეუბნებიან მოვალთო. არ ვიცი ჯიპებით მოდიან ალბათ. მთელი ღამე წვიმდა და მთელი ღამის განმავლობაში გუბდებოდა ეს მასა, დილით კი გამოხეთქა", - უთხრა რადი "ათიანთს" ჩხვიმიანმა.

ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. წაღებულია ხიდები, დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სხნავ-სატესი სავარგულები. სოფელი გარესამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია.

ამავე თემაზე:

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური: ჭუბერში სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ (ვიდეო)
Print