რეგიონი
ზუგდიდს განაშენიანების გენ-გეგმა წლის ბოლომდე ექნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტურუქტურის სამსახურის უფროსის რუსლან კილასონიას ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობების ფასადები შეიცვლება. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობენ და წლის ბოლომდე მერიას ქალაქის განაშენიანების გეგმა ექნება.



ეს ინფორმაცია მან ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელი დირექტორს რუსუდან ყალიჩავას შესაბამის კითხვაზე პასუხისას მიაწოდა. კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენელი დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ქალაქის განვითარების გეგმის შედგენა, რომლის მიხედვითაც ცენტრში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა აიკრძალება.



„შეიძლება დავემსგავსოთ იმ ქალაქებს, სადაც თვალისთვის ხედი და თვალსაწიერი აღარ არის. იქნებ ჯობია, მაღალსართულიანი შენობები ქალაქგარეთ იყოს და არა ქალაქის ცენტრში“, - თქვა რუსუდან ყალიჩავამ.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ექვსთვიანი მუშაობის ანგარიში საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლება და მოქალაქეებმა მოისმინეს.

Print