რეგიონი
ჭუბერის მკვიდრი: წუთი-წუთზე წაიღებს მდინარე ჩემს სახლს
გარემოს მოწყვეტილი ჭუბერის თემის, სოფელ ლეკულმახეს მოსახლეობა შველას ითხოვს. ამ სოფლის მკვიდის ნინო ჩხეტიანის ინფორმაციით, მდინარე, რომელმაც კალაპოტი დილით იცვალა, ამ წუთებში საფრთხეს ოთხ სახლს უქმნის.

„გახიზნულები ვიყავით, დილით ჩამოვედით და აი, წუთი-წუთზე შეიძლება ჩემი სახლი წაიღოს. მთელი სოფელი ჩემთანაა, მეხმარებიან. გვჭირდება დახმარება, მაგრამ ჩვენ გარესამყაროს ვართ მოწყვეტილი, რომც უნდოდეთ ჩცენი დახმარება აქეთ ვერ გადმოვლენ. ოთხი მცირეწლოვანი შვილი გვაყავს, რომლებიც შედარებით უსაფრთხო ადგილას წავიყვანეთ. საშინელი ვითარებაა, მდინარე კალაპოტს ხშირად იცვლის. ჩვენი მიწის ნაკვეთი საქონელი, ფრინველი, ყველაფერი წაღებულია. წაიღო ორსართულიანი საოჯახო სასტუმროს ნაწილი... მდინარე ჩვენი სახლიდან უკვე ექვსიოდე ნაბიჯზეა. მხოლოდ ფეხსაცმლები ავიღეთ. არაფერს ვჩივი, მთავარია ადამიანურური მსხვერპლი არ იყოს“, - თქვა ნინო ჩხეტიანმა.

ჩხეტიანების ინფორმაციით, ისინი ამ წუთებში ცდილობენ, სასტუმროს შენობის დარჩენილი ნაწილი დაშალონ, რათა მასალამ წყლის დაგუბება არ გამოიწვიოს.


Print