ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ახალი გერბი და დროშა აქვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს ახალი დროშა და გერბი დაამტკიცეს. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე კაკავას თქმით, მათ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად შემოთავაზებული სამი ესკიზიდან საუკეთესოდ ჰერალდიკოს მირიან კიკნაძის საპროექტო ვერსია ცნეს.



ზუგდიდის ახალი გერბზე ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5 -ს. ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი "ზუგდიდი."
რაც შეეხება დროშას, სიმბოლო წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ჯვარი. დროშის I და III მეოთხედები - ლაჟვარდის ფერია, ხოლო II და IV მეოთხედები - ძოწის. ოქროს ჯვარზე მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი ოქროს მცირე არშიით - ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.

კაკავას თქმით, ახალი დროშა და გერბი კანონმდებლობის სრული დაცვით, ისტორიულ და გეოგრაფიულ ჭრილშია გადაწყვეტილი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის ესკიზებზე კონკურსი გამოცხადდება

Print