ახალი ამბები
ზუგდიდის მერია მუნიციპალურ ქონებას ყიდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ტერიტორიაზე ორ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბესიკ ჭეჟიას ინფორმაციით, საუბარია ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიასა (2 700 კვადრატული მეტრი) და ე.წ. გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე (დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრი).

ამავე ინფორმაციით, ორივე მიწის ნაკვეთი 250 000 – 250 000 ლარად გაიყიდება.

ფრაცია „ენმ“-ის თავმჯდომარის ანა წითლიძის კითხვაზე, რა პირობებით ყიდის აღნიშნულ მონაკვეთებს ზუგდიდის მერია, ჭეჟიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საბოლოოდ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პირობების დადგენამდე მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას მხარი არ დაუჭირეს. 

Print