ახალი ამბები
საკრებულომ ცაიშის მაჟორიტარის უფლებამოსილება ცნო
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატის თენგიზ ალმასიას უფლებამოსილება ცნეს. აღანიშნულს მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. ანა წითლიძის თქმით, მათ ცაიშის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და შესაბამისად, არც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

თავად ალმასიამ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა შედეგიანი იქნება.

13 მაისის ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატმა თენგიზ ალმასიამ გაიმარჯვა. მან სამივე უბანზე სულ 840 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 63, 7%-ს შეადგენს.

ამავე თემაზე:

ცესკო: წინასწარი მონაცემებით, ცაიშის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

Print