ახალი ამბები
ჭუბერში ხვალიდან გამოიდარებს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეს მესტიასა და ჭუბერში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

„დღეს იწვიმებს დროგამოშვებით, ზოგჯერ გამოიდარებს, იქნება უმეტესად ღრუბლიანი, თუმცა ძლიერ წვიმას აღარ ველოდებით“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გვაზავამ.

მისივე თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღეს საღამოდან მოიმატებს და ხვალისთვის ჭუბერში 27-30 გრადუსამდეც აიწევს.

ამავე თემაზე:

ჭუბერის რწმუნებული: გზა, რომელიც სოფლებს აკავშირებდა, მოშლილია, საფრთხე ემუქრება ცენტრალურ გზასაც



Print