ახალი ამბები
წალენჯიხაში ორი უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები აღმოაჩინეს.

სახერხი დანადგარები, 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი და 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი დაილუქა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინიტროში გადაიგზავნება.



Print