რეგიონი
ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსიდან ქალი ჩამოვარდა
ზუგდიდის ცენტრში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან, სამარშუტო ტაქსიდან ახალგაზრდა ქალი ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, რა დროსაც მანქანის კარი გაიღო და მგზავრი ჩამოვარდა. მან მცირე დაზიანებები მიიღო. დაზარალებულმა, რომელსაც ჭრილობა თავზე აღენიშნებოდა, სასწარაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება არ ისურვა.



"ჩვენს წინ მიმავალმა მსუბუქმა ავტომობილმა მოძრაობა შეანელა და ჩვენმა მძღოლმაც დაამუხრუჭა. ამ დროს გაიღო კარი და გოგონა ჩავარდა", - თქვეს მგზავრებმა.

ადგილზე არ მისულან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მომხდარის გამო რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა.

Print