ახალი ამბები
ჭუბერში პანელური ხიდის მონტაჟი დასრულდა
ჭუბერში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პანელური ხიდის კონსტრუქციის მონტაჟი დასრულებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში ხიდზე სამშენებლო ტექნიკა გაივლის და ნენსკრას მარცხენა სანაპიროზეც ინტენსიურ სამუშაოებს განახორციელებს.

დროებითი ხიდის აღდგენამდე მოსახლეობას შემოვლითი გზით, რომელიც ჭუბერის ცენტრიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული ყოველ დღე უწევდა გადაადგილება.

გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან მოხალისეები, რომლებიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარგების პროცესში იღებენ მონაწილეობას.



თავდაცვის სამინისტროსგან პანელური ხიდი საგანგებო შტაბმა პრობლემების დროული რეაგირებისთვის მოითხოვა. ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 60-ზე მეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, პარალელურად კი დაზიანებული გზებისა და ხიდების საპროექტო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

სტიქიის ზონაში, იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ინფრასტრუქურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები.

ამავე თემაზე:


ორი დანგრეული და 20 დაზიანებული სახლი - ჭუბერში ზარალის დათვლა გრძელდება
Print