რეგიონი
მოიზღვავე წიგნები - ზუგდიდის ბულვარში წიგნები ფასდაკლებით იყიდება (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში წიგნები გამოფენა-გაყიდვა „მოიზღვავე წიგნები“ მიმდინარეობს. მკითხველს აქ წიგნების შეძენა დღეს 40-დან 60 %-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ. ღონისძიებაზე მოსულ ზუგდიდელებს 11 გამომცემლობის მიერ გამოცემული მრავალფეროვანი ლიტერატურა დახვდება.

წიგნის მოყვარულებს სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონმა“ უკვე მესამედ შესთავაზა მხატვრული პროზა, ახალი თარგმანები, საბავშვო, კულინარიული და სხვა სახის ლიტერატურის დაბალ ფასად შეძენა.



„ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რომ თბილისის წიგნის ფესტივალზე ჩასვლას და შესაბამისად, წიგნების შეძენას ვერ ახერხებენ, ამიტომაც „ირიათონმა“ ეს ფორმა მოიფიქრა, რათა ადგილობრივებს ჰქონოდათ საშუალება, რომ სასურველი წიგნი შეეძინათ“, - თქვა ღონისზიების ორგანიზატორმა ზვიად კვარაცხელიამ.

გამოფენა-გაყიდვით კმაყოფილები არიან მკითხველები. დღეს წიგნებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები ყიდულობენ. მათ შორის სკოლის მოსწავლე ზვიად გაბედავაცაა, რომელიც თვლის, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება ყოველ სეზონზე მნიშვნელოვანია.



„სამწუხაროდ, მოსწავლეები ვერ ვახერხებთ თბილისში ჩასვლას ფესტივალზე, ამიტომაც ძალიან კარგია, როცა რეგიონებსი ჩამოდის ხელმისაწმდომ ფასებში ეს წიგნები“, - გვითხრა გაბედავამ.

წიგნების შეძენა მსურველებს დღეს 19 საათამდე შეეძლებათ.


Print