სპორტი
ზუგდიდელი სპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ტურნირში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის" ოლიმპიური განყოფილების ძიუდოისტთა ნაკრები ფეიქრიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა. შეჯიბრი უმცროსი ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, წლოვანებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ ზუგდიდელი გამარჯვებულები და პრიზიორები: გოგონათა შორის 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა ანანო მორგოშიამ. 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ლუკა კუტალიამ. მესამე ადგილებზე გავიდნენ 29 კილოგრამ წონით კატეგორიაში - საბა მალიჩავა, 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში - საბა ჯიქია და სამოცს პლიუს წონით კატეგორიაში საბა გვილავა.



გუნდის მწვრთნელები მერაბ ჯიქია, მერაბ ფიფია და ნუკრი ღვინჯილია არიან.

ტურნირი ბათუმში 9-10 ივლისს ჩატარდა.


Print