ახალი ამბები
ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართება
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, დასაქმების ფორუმი "ზუგდიდი ჯობს/Zugdidi Jobs" ჩატარდება. დასაქმების ფესტივალის შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 30 ივლისს, 19 საათიდან ღია ცის ქვეშ სხვადასხვა კომპანია საკუთარ ვაკანსიებსა და სტაჟირებებს წარადგენს. გარდა ამისა, ჟურნალი Entrepreneur Georgia მოაწყობს წარმატების კუთხეს. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები მოისმენენ წამატებული ადამიანების გამოსვლებს კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.

"ზუგდიდი ჯობს“-ის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება, ორგანიზატორების ინფორმაციით, დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ყველა, ვინც გადაწყვეტს ,,ზუგდიდი ჯობს’’-ზე დასწრებას, თან უნდა იქონიოს რამდენიმე რეზიუმე, რომელსაც დამსაქმებელს წარუდგენს.

ამავე ცნობით, ფესტივალი ზუგდიდში მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიება 22:00სთ-მდე გაგრძელდება.

რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ StudentJob.ge -ისა და HR hubb-ის ინიციატივით და ორგანიზებით იწყება. ზუგდიდში ფესტივალი ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის, USAID-ის პროექტი ,,ზრდა" და World Vision საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდება. რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ ხორციელდება #საქართველოსუნივერსიტეტისა და Credo Bank / კრედო ბანკი-ს ხელშეწყობით ხორციელდება.


ფოტო: ინტერნეტი




Print