რეგიონი
ბახტაძე: ჭუბერის მოსახლეობას ზარალი სრულად აუნაზღაურდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინიტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გარდა ამისა, პრემიერმა, შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა.

"ჭუბერის სტიქიამ დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიყენებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიასთან ბრძოლა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მოკლე დროში სრულად აღვადგენთ ინფრასტრუქტურას", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

5 ივლისს ჭუბერში, ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა, მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

ამავე თემაზე: მესტიის მერის მოადგილე: ინფრასტრუქტურული ზარალი 20 მილიონამდეა
Print