ახალი ამბები
ზუგდიდის მერია წარმატებული მოსწავლეებისთვის 35 000 ლარამდე დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული მოსწავლეებისთვის სიგელების, თითო წიგნის გადასაცემად, ურეკში საზაფხულო ბანაკის  მოწყობისა და სასტუმროს მომსახურებისთვის 33 500 ლარს გამოყოფს. სხვადასხვა მომსახურებისთვის მერიამ სამი ტენდერი გამოაცხადა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნებში წარმატებული 150 მოსწავლისთვის ურეკში საზაფხულო ბანაკის მოსაწყობად და სასტუმროს მომსახურებისთვის მერია 28 400 ლარს დახარჯავს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მოსწავლეები აგვისტოს ბოლოს ურეკში ორ ნაკადად ჩავლენ და საზაფხულო ბანაკში 5-5 დღეს გაატარებენ.

85 ზუგდიდელი მედალოსნისთვის კი 4 250 ლარად მერია 85 „საქართველოს ისტორისს ატლასს“ შეიძენს, 850 ლარად კი მათთვის გადასაცემ სიგელებს დაამზადებენ.

სამივე ტენდერში წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და ორ დღეს გასტანს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.