რეგიონი
ოჩამჩირეში მოუვლელი სახლების პრობლემის გადაჭრას ცდილობენ
დე ფაქტო აფხაზეთში მიტოვებული სახლების პრობლემაზე ალაპარაკდნენ. აფხაზური მედიასაშუალებების ცნობით, “უკარფანჯრო და უსახურავო სახლების ნახვა ქალაქების ცენტრშიც შეიძლება, რაც ქალაქის იერსახეს აფუჭებს“. მედიაპორტალ „აიაირას“ ცნობით, მხოლოდ ოაჩამჩირის ცენტრში 2 ათასამდე ასეთი სახლია და მათი უმრავლესობა მესაკუთრეებს უშუალოდ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ გადაუფორმეს.

რაიონული „ადმინისტრაციის“ წარმომადგენლები მიტოვებული კარმიდამოს მეპატრონეებს მოუწოდებენ, მოაწესრიგონ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე სასამართლოს გადაეცემა და აღნიშნულ მოქალაქეებს კერძო საკუთრება ჩამოერთმევათ.


Print